სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

და აი, ასეთ შტამს ხვდება აუცრელი საქართველო... - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

"აუცრელი საქართველო და ომიკრონის შტამი.

რამდენად უფრო გადამდებია Omicron შტამი? თუ დელტას აქვს ამჟამინდელი R(t) მხოლოდ 1.1– და შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ სამხრეთ აფრიკის მაგალითს, სადაც Omicron 350%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს აშშ-ში, ჩანს თუ დააკვირდებით წითელ და ნარინჯისფერ ისარს.

შედეგი შეიძლება კიდევ უფრ უარესი იყოს, თუ საქმე გვექნება ისეთ ზრდასთან, რომელსაც ახლა აფიქსირებს გაერთიანებული სამეფო - გაორმაგების რეალური დრო ახლა <2 დღეზე ნაკლებია.

აი ასეთ შტამს ხვდება აუცრელი საქართველო, და სამწუხაროდ, სრულიად სხვა პრიორიტეტებით...

არაფერს ვიტყვი, რომ დელტა შტამი ისედაც მძვინვარებს ქვეყანაში", - წერს ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100