ტერორისტული აქტი მანჰეტენზე - უზბეკეთის მოქალაქემ ქუჩაში მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნა
ნიუ იორკში, მანჰეტენზე უცნობი პირი სატვირთო ავტომობილით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდგომ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა, ამის შემდეგ ქუჩაში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის მხრიდან გასროლილმა ტყვიამ ტერორისტი მუცელში დაჭრა და ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დამნაშავე 29 წლის უზბეკეთის მოქალაქე საიფულო საიპოვია. მას სატვირთო ავტომობილში ხელწერილიც ჰქონდა დატოვებული, რომელშიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ისლამური სახელმწიფოს სახელით ჩაიდინა.
ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 8, ხოლო დაშავდა 15 ადამიანი.
კომენტარი