სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰიპერმარკეტი „გორგია“ მომხმარებელს ცენტრალური გათბობის სისტემებს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

ცენტრალური გათბობის სისტემებს ჰიპერმარკეტი „გორგია“ თავის მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

როგორც ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ ამბობენ, ისინი ყოველთვის ცდილობენ მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქციაზე ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზონ. ცივი ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით კი გადაწყვიტეს გათბობის სისტემები მაქსიმალურად მოერგოთ მომხმარებლის მოთხოვნისათვის და ყველზე იაფად შეეთავაზებინათ.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები შევთავაზოთ, რაც გამოიხატება ასეულობით პროდუქტზე ფასდაკლების აქციებით. მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან ყოველთვის ნახოს მისთვის საჭირო პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად. ამ შემთხვევაშიც შევეცადეთ გათბობის სისტემების მონტაჟი მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი გაგვეხადა ჩვენი მომხმარებლისათვის. ჩვენთან ერთი მეტრ კვადრატის გათბობა 25 ლარიდანაა შესაძლებელი, ამ თანხაში შედის მონტაჟიც. მიტანის სერვისსა და პროექტირებას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს გორგიასგან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რაც უფრო დიდია გასათბობი სივრცე, მით უფრო დაბლა იწევს კვადრატული მეტრის ფასი.“ აცხადებენ ჰიპერმარკეტ „გორგიაში.“

ცენტრალური გათბობის სისტემების გარდა ჰიპერმარკეტში მოსულ მომხმარებელს 50-მდე სახეობის გაზის გამათბობლის შეძენა მხოლოდ 389 ლარიდან შეუძლია. მრავალფეროვანი არჩევანი, ვაჭრობისთვის კომფორტული გარემო, უფასო კონსულტაციები და რჩევები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად და რაც მთავარია მოკლე დროში თბილი გარემო მოიწყოს, დაზოგოს კომუნალური გადასახადები და რაც მთავარია გადაიხადოს გაცილებით ნაკლები.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა 0%-იანი განვადებით შეუძლია. განსაკუთრებული აქცია მოქმედებს გარემოსადმი მეგობრულ - ენერგოეფექტურ გამათბობლებზე, მისი 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში გადახდილი თანხის 10% მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.

აქცია, რომელიც ცენტრალური გათბობის სისტემის პროექტირებას, შეძენას, მიტანასა და მონტაჟს მოიცავს ჰიპერმარკეტ „გორგიას“ სამივე ფილიალში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100