სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია კასპში, დაღუპულია ერთი ადამიანი (ვიდეო)

კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა ასფალტის თოვლიან საფარზე მოცურდა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულები კასპის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 9 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 42-ე კილომეტრზე მოხდა. საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100