სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძე: მთავრობის დათხოვნა ჩემი საქმის და მაჩალიკაშილის გადაფარვას ნიშნავს

ხორავას ქუჩაძე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამთავრობო ცვლილებებს მისი შვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვის მცდელობად აფასებს.

„მთავრობის დათხოვნა დღესდღეობით ჩემი საქმის და მაჩალიკაშილის გადაფარვას ნიშნავს. როგორც კი პრემიერ-მინისტრი დაინიშნება, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, მე არ მინდოდა გიორგი კვირიკაშილის გადადგომა, შეხვედრამდე მოვითხოვე მისი გადადგომა, მაგრამ როცა შევხვდი, დავრწმუნდი, რომ არაფერი იცოდა ამ საქმის, გადააყენეს იმის გამო, რომ გაწელონ ამ საქმის გამოძიება“, - განაცხადა შსს-დან გამოსულმა ზაზა სარალიძემ.

ასევე ზაზა სარალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, საქმეზე გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გადაცემას ითხოვს. მან ადვოკატთან ერთად სასამართლოს ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართა. როგორც სარალიძემ განმარტა, მას განაჩენის შინაარსი აინტერესებს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100