სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი - რა არის იგი? ნაკლი თუ ნიჭი? ფაქტია, რომ აუტიზმი ავადმყოფობაა. იგი ქრონიკული გონებრივი აშლილობაა, რომელიც, როგორც წესი, ადრეულ ბავშვობაში ვლინდება. აუტიზმით დაავადებულთათვის ძნელია მათ ირგვლივ მყოფი სამყაროს აღქმა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ტიპის კონტაქტის დამყარება გარშემომყოფებთან. დაავადების თითქმის ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. ზოგს საერთოდ არა აქვს მეტყველების და ათვისების უნარი, ზოგიერთის IQ კი საშუალო დონისაა, მათ შეუძლიათ იმუშაონ, ოჯახი შექმნან და თითქმის სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ზოგს განსაკუთრებული ნიჭიც აქვს ამა თუ იმ ჭრილში.

ასპერგერის სინდრომი არის აუტიზმის კერძო შემთხვევა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს ნორმალური IQ დონე და მეტყველების უნარი. თუმცა მისი საზოგადოებრივი აქტივობა შეზღუდულია დეპრესიისა და ფსიქიური აშლილობის გამო. აუტიზმით დაავადებულთა უმეტესობას ესაჭიროება სპეციალური მზრუნველობა, თუნდაც იმიტომ, რომ მათ იპოვონ და განავითარონ მათში დამალული საოცარი ნიჭი.

მსოფლიოში რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანია დაავადებული აუტიზმით. იგი განვითარებასთან დაკავშირებული აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევაა. ბიჭებში 4-ჯერ უფრო ხშირია ამ დაავადების აღმოჩენის შემთხვევები, ვიდრე გოგონებში. აუტიზმით, შესაძლოა, დაავადდეს ნებისმიერი რასის, ეთნიკური წარმომავლობის ან სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ადამიანი.

არავინ იცის მიზეზი, თუ რატომ, მაგრამ აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ტვინი განსხვავებულად უვითარდებათ. დაავაადების გამომწვევი მიზეზების კვლევა თანამედროვე მედიცინის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია. დაავადების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის გამო მისი თერაპიაც რთულია. მსოფლიოში საშუალოდ 100 ადამიანიდან 1 აუტიზმითაა დაავადებული. არც ბიოლოგიური ტესტი არსებობს აუტიზმის დიაგნოზირებისთვის. მისი დადგენა მხოლოდ ქცევაზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. რამდენიმე ასეული მეცნიერი მუშაობს აუტისტიკის განხრით. აუტისტიკის შემსწავლელი და აუტიზმით დაავადებულ ადამიანებზე მზრუნველი სპეციალური ორგანიზაციები ფულს ძირითადად კერძო სექტორიდან და ქველმოქმედებიდან ღებულობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100