სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორეაში მკვდარი ძროხის კლონი შექმნეს

ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ჩრდილოკორეელმა მეცნიერებმა ძროხის კლონი შექმნეს, რომელიც სამი წლის მკვდარი იყო.

ჩედჟუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა პარკო სე-პილლომ და მირეა ბიოტოკომ განაცხადეს, რომ მათ კლონირების ისტორიაში ახალი ერა შექმნეს.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ისინი მკვდარი ცხოველების კლონებს ქმნიან. პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად მკვდარი ცხოველის უჯრედიდან ემბრიონს ზრდიან, შემდეგ ყინავენ, ხოლო სამი წლის შემდეგ, აღნიშნულ ემბრიონს გაალღობენ და ცოცხალი ცხოველის კვერცხუჯრდეში ათავსებენ.

ჩრდილოკორეელი მეცნიერების თქმით, კლონირებული ძროხა ისეთივე გენეტიკური კოდით დაიბადა, როგორიც მკვდარს ჰქონდა.

,,ეს ძნელი პროცედურაა. მთავარი იყო ემბრიონის გაყინვა და შემდეგ მისი ისე გალღობა, რომ გამოსადეგი ყოფილიყო. ჩვენ ეს შევძელით და კლონირების ისტორია შევცველეთ.,”- განაცხადა პარკო სე-პილლომ.

მსოფლიოში მკვდარი ცხოველის კლონირება პირველად მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100