შილინგი და ელექტრომაგნიტური ტელეგრაფი
პავლე შილინგი, ესტონელი მეცნიერი, გამომგონებელი და დიპლომატი. დაიბადა ქალაქ რიველეში (ტალინი), 1786 წელს. 1802 წელს შილინგმა დაამთავრა პეტერბურგის პირველი საკადეტო კორპუსი და გენერალურ შტაბში ჩაირიცხა. 1803 წელს, შილინგი გადაიყვანეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სამუშაოდ გაგზავნეს მიუნჰენში, სადაც იგი გაეცნო ელექტროქიმიური ტელეგრაფის გამომგონებელს ზემერინგს.პავლე მონაწილეობდა მის ცდებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1812 წელს, ომის დაწყებისას, შილინგმა მუშაობა სამხედრო საქმეში დაიწყო, მან დაამუშავა წყალქვეშა ნაღმის ელექტროდენით აფეთქების მეთოდი.
პავლე ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა სახის სამხედრო–დიპლომატიური დავალებების შესასრულებლად შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან. 1832 წელს, პეტერბურგში დაბრუნდა და დაასრულა ელექტრომაგნიტური ტელეგრაფის შექმნა. ამავე წელს, შილინგმა პირველი ელექტრონული ტელეგრაფის ხაზი გაიყვანა ზამთრის სასახლესა და გზათა სამინისტროს შენობას შორის.
მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰქონდა პავლეს ელექტრომაგნიტურ ტელეგრაფს. მანვე შექმნა იზოლირებული სადენები. 1827 წელს, შილინგი აირჩიეს პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპოდენტად. მსოფლიოში ტელეგრაფის სადენები გაყვანილ იქნა პავლე შილინგის გარდაცვალების შემდეგ, 1839 წლის 7 აგვისტოს. პავლე შილინგი გარდაიცვალა 1927 წელს, პეტერბურგში.
კომენტარი