საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 361 შემთხვევაა დადასტურებული.
განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 098-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 235 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.
კომენტარი