სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Bild: ბუნდესლიგის მატჩის დროს წყვილი ტრიბუნაზე სექსით ტკბებოდა

ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაზე „ხოფენჰაიმსა“ და მიუნხენის „ბავარიას“ შორის „რაინ-ნეკარ-არენას“ სტადიონის ტრიბუნებზე უჩვეულო შემთხვევა მოხდა.

როგორც „ბილდი“ იტყობინება, „ბავარიის“ გულშემატკივართა სექტორში შეყვარებული წყვილი სექსით პირდაპირ ტრიბუნაზევე დაკავდა. „სექსუალური ინციდენტი“ მატჩის მე-16 წუთზე მოხდა, როცა ანგარიში ჯერაც საყაიმო: 0:0 იყო (შეხვედრა ასეც დასრულდა).

სტიუარტებმა, რომლებსაც მაყურებელთა ნაწილმა აცნობა, რა ხდებოდა სექტორში, წყვილი სიტყვიერად გააფრთხილეს, რომ მათი ქმედება კანონსაწინააღმდეგო იყო, მაგრამ გაფრთხილებიდან ცოტა ხანში შეყვარებულები ისევ ერთმანეთს მიუბრუნდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათ სტადიონი დაატოვებინეს.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ბილდს“ უთხრა: „მათ სულაც არ უშლიდა ხელს ის ფაქტი, რომ სექსუალურ აქტს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს“.

ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ გადაღებული, ამ შემთხვევის ამსახველი სამი ფოტო ბულგარულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

გაფრთხილება: ფოტოების ნახვა მიზანშეწონილი არ არის 14 წლამდე მოზარდებისთვის.

ფოტოები

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100