სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქმარმა 13 წლის გოგონა კანონიერად გააუპატიურა, ამიტომ მის სიკვდილში ბრალი ვეღარ დასდეს

შემზარავი ტრაგედია 13 წლის ასს ილჰამს სწორედ ქორწინების "პირველ ღამეს" დაატყდა, როდესაც მშობლების ნებასურვილისამებრ ასაკოვან მამაკაცს გაყვა ცოლად.

გოგონას ორგანიზმი არ იყო ჩამოყალიბებული ცოლ-ქმრული ცხოვრებისათვის, თუმცაღა მისი უარი ქმარმა არ მიიღო და დატკბა "ძალდატანებით"- არსებული რეალობით, რის გამოც ილჰამმა ბევრი სისხლი დაკარგა. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა ნათესავებმა ოთახში მას მერე ნახეს, რაც მისი გარეთ გამოსვლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოხერხდა. შეშფოთებულებმა მაშინვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში ილჰამი, თუმცა მედიკების 4 დღიანი მცდელობის მიუხედავად, ვინაიდან შინაგან სისხლდენებსაც ჰქონდა ადგილი, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ილჰამის მეუღლეს კანონმა წაუღენა ბრალი- თუ რატომ მიატოვა მან გოგონა უგონო მდგომარეობაში სასტიკი მოქცევის შემდეგ, თუმცა ვერაფერს გახდა, რადგან ქმარმა გოგონა კანონიერად გააუპატიურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100