სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაციონალებს არ გავუთავისუფლებივართ და "ოცნებამ" ქმარი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა..."

შსს-ს საპატრულო პოლიციის ათმეთაურის მეუღლე ”ქართულ ოცნებას” მისი ქმრის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს. როგორც იუზერი ნინო ტლაშაძე ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ FB-გვერდზე წერს, მისი მეუღლე იოსებ აბულაძე, 5 წლის მანძილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის ინსპექტორი და ბოლო რამდენიმე თვე - ათმეთაური იყო.

”ამ ხნის მანძილზე არცერთი საყვედური არ მიუღია; წინა ხელისუფლების არცერთი უკანანო ბრძანება არ შეუსრულებია; სპეცრაზმში არ შევიდა იმის გამო, რომ უკანონობაში არ გავერიოო, მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ხელფასი ჩვენს გაჭირვებულ ოჯახს (ქირით ვცხოვრობთ, 1 მცირეწლოვანი შვილი გვყავს და მეორეს ეხლა ველოდებით) არ აწყენდა; არცერთ დარბევაში, არც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა არ მიუღია და მშვიდად ვიყავი; მეამაყებოდა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ არავის სამსახურიდან არ გაათავისუფლებდნენ, ვისაც დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი!!!!! სად წავიდა ეს თქვენი 'საოცნებო" დაპირებები??? ჯერ არ მოსულხართ ნორმალურად მთავრობაში და უკვე პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებთ ხალხს, მარტო იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს სულ მინიმალური პოსტი ეკავა (ათმეთაურის) და ალბათ იმის გამოც, რომ ყოფილი მაღალჩინოსანის შორეული ნათესავია. ეს უკანასკნელი კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ადამიანის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაა!!!!!!!! გილოცავთ! თქვენ წარმატებით იწყებთ კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში!!!!!!!!!!!!!!” - წერს ნინო ტლაშაძე და პრემიერ ივანიშვილს მიმართავს.

”ბ-ნო ბიძინა, ეს არის თქვენი დაპირებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენება და ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრება?? ამას გვპირდებოდით თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, ამჟამად მინისტრები??? ამას ვუჭერდი პირადად მე მხარს და ეს "მეოცნებებოდა" რომ ერთ მშვენიერ დღეს, თქვენი მთავრობაში მოსვლიდან მალევე ჩემს ქმარს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლებდით სხვა ბევრ მის თანამშრომელთან ერთად???” - წერს ტლაშაძე და იქვე აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებისადმი მისი კრიტიკული განწყობის გამო, თავად, როგორც საპატრულო პოლიციის მთავრობის "მოღალატე" მეუღლე შავ სიაში იყო შეყვანილი.

”რამდენჯერმე შესთავაზეს ჩემს ქმარს - შენი ცოლი წამოვიდეს სამსახურიდან, ჩვენთან იმუშაოსო; უარი უთხრა; ნაციონალებსაც კი არ გაუთავისუფლებიათ იმის გამო, რომ მე მათ საჯაროდ ვაკრიტიკებდი, მაგრამ "ოცნებამ" პოლიტიკური ნიშნით გამითავისუფლა ქმარი” - აცხადებს ნინო ტლაშაძე.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100