სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის ზოგიერთ ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება

2 ივნისს ნუცუბიძის ქუჩა N179-ის მიმდებარედ, ბაგების სატუმბო სადგურსა და წყნეთი გზატკეცილზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სირთულიდან გამომდინარე სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.

„რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური მილების წყლისგან დაცლა. რის გამოც ხვალ, 2 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან 3 ივნისის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, უნივერსიტეტის 1 შესახვევს, გაზაფხულის, ლორთქიფანიძის, ჩოლოყაშვილის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ბაგების კორპუსებს.

ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას და ნუცუბიძის III მიკრორაიონს, დელისის, მინდელის, პიკასოს, თოფურიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მარიჯანის, ამაღლების, ძმები ზალდასტანიშვილების, გელოვანის, გამრეკელის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის და ასათიანის ქუჩების ნაწილს, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის იმედაძის, თბილისის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს.

დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს; ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100