ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე - ნიკა მელიას განცხადება
ხვალ 6 საათზე რუსთაველის გამზირზე - ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა. განცხადება ამის ესახებ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ გააკეთა.
ხვალ რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე მთელი ერი უნდა შევიკრიბოთ და არა ოპოზიცია იმიტომ, რომ ეს ადამიანი იქამდე აპირებს ძალადობას, სანამ გაუვა - მიმართა აქციის მონაწილეებს მელიამ.
მიუხედავად ძალადობრივი დარბევისა, წყლის ჭავლის რამდენჯერმე გამოყენებისა და მხუთავი აირის გაშვებისა, ოპოზიცია ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
კომენტარი