აშშ დიპლომატი: პუტინმა ბუშს ნამდვილად უთხრა, რომ უკრაინას სახელმწიფოდ არ მიიჩნევს
“რუსეთის ამჟამინდელმა პრემიერმა, ვლადიმირ პუტინმა მართლაც განუცხადა ჯორჯ ბუშს, რომ უკრაინას ნამდვილ ქვეყნად არ მიიჩნევს”, - ეს 2003-2006 წლებში აშშ-ს ელჩმა უკრაინაში, ჯონ ჰერბსთმა დაადასტურა.
“მე ვფიქრობ, რომ რუსული ელიტისთვის უკრაინა საინტერესო საკითხად რჩება. ხომ იცით - პუტინმა განუცხადა კიდეც ჯორჯ ბუშს, რომ უკრაინა ნამდვილი ქვეყანა არ არის. ეს დამოკიდებულება რუსეთის მმართველი კლასის განწყობნაზე მეტყველებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არიან რუსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ადა ეს არ შეიცვლება”, - თქვა ამერიკელმა დიპლომატმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“მიუხედევად იმისა, რომ მთლიანობაში, რუსეთს კარგად ესმის - უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ის მაონც ცდილობს ეს დამოუკიდებლობა რამენაირად შემოფარგლოს. რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდეს. ახლა რუსეთი იმისკენ ისწრაფვის, რომ უკრაინა საბაჟო კავშირში შევიდეს”, - დაამატა ჰერბთსმა.
მისი თქმით, რუსეთს ახლა არ მოსწონს უკრაინის დაახლოება ევროკავშირთან, რადგან “ევროპასთან დაახლოება ქმნის თავისებურ ბაზას, რომელიც რუსეთისგან დამოუკიდებლად არსებობს, რუსულ ელიტას კი ეს ხელს არ აძლევს. მაგრამ ეს ელიტა მუდმივად ვერ იქნება რუსეთის მართვის სათავეებთან”.
“ის, რაც რუსეთში ხდება - ე.წ. კონტროლირებად დემოკრატიას ვგულისხმობ, სხვა არაფერია თუ არა ავტორიტარიზმი. უკრაინა ამისგან შორსაა, იანუკოვიჩის მმართველობის პირობებშიც კი”, - აცხადებს დიპლომატი.
“არ მჯერა, რომ ამჟამინდელ უკრაინულ პოლიტიკურ ვერტიკალს რუსეთთან ძალიან დაახლოება უნდა. მას ესმის, რომ თუ ძალიან დაუახლოვდება რუსეთს, მაშინ რუსეთი მას გააკონტროლებს”, - თქვა ჯონ ჰერბთსმა.
კომენტარი