კბილაშვილი თანამდებობიდან გადადგა
თავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თანამდებობიდან გადადგა. საგანგებო განცხადება კბილაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს მუშაობას.
მისივე თქმით, მას ირაკლი ღარიბაშვილთან კონფლიქტი არ აქვს, თუმცა ძალოვანი უწყების განვითარების სხვადასხვა შეხედულებები არსებობს.
"მინდა ვთქვა, რომ არავითარი უთანხმოება ჩემსა და მომავალ პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოგვიწია მუშაობა ერთი წლის განმავლობაში. ღირსეული და კოლეგიური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. არაერთი დღეა და ღამე გაგვიტარებია ერთად დანაშაულთან ბრძოლისთვისთვის. ირაკლი ღირსებითა და წესიერებით სავსე ადამიანია. ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები პრიორიტეტებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით", - განაცხადა კბილაშვილმა.
კომენტარი