სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აითაჯის დედას ალინ სადიკოვი აშინებდა" - ადვოკატი ამტკიცებს, რომ 14 წლის გოგო ქორწილით გათხოვებას დასთანხმდა

აითაჯის სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ მოზარდის იძულებითი ქორწინების ამბავი არ იცოდა. თუ პედაგოგს დავუჯერებთ, პატარა სოფელში 14 წლის გოგონას უკანონო გათხოვება დედამ დამალა. პედაგოგის ჩვენება დღეს ფაქტობრივად აითაჯის დედის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს დაკავებული ეგანა მაგარამოვას ადვოკატი.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, შახმაროვას დედას მკვლელობაში ბრალდებული ემუქრებოდა, ეგანა მაგარამოვას შეეშინდა და მომხდარის შესახებ პოლიციაში ვერ განაცხადა. ეს კი ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

მოტაცების ფაქტი იმიტომ არ მოუყვა, რომ ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მას აშინედებდა იყო მკვლელობაში ბრალდებული ალინ სადიკოვი. გამორიცხავს დანაშაულის შეუტყობინებლობა პასუხისმგებლობას, როცა ადამიანი შეშინებულია, ეს ერთი. მეორე, აითაჯმა თვითონ დამოუკიდებლად გადაწყვიტა და რომ ეიძულებინა, წამოდიო, აი ეს არის დანაშაული. ცნობილი გახდა ჩვენთვის, რომ ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა მკვლელობაში ბრალდებული, თუმცა, არ იყო ნამდვილად შეურაცხადი. აითაჯმა თქვა, ქორწილით მინდოდა გათხოვებაო. ასე, მოტყუებით არაო. მერე რომ გადაწყდა, რომ ქორწილს აუცილებლად გადაუხდიან, აითაჯი სამწუხაროდ, მაგრამ დათანხმდა გახარებული. მომწეებმა ეს დაადასტურეს", - ამბობს ადვოკატი.

საპირისპიროს ამბობს საქმის პროკურორი. ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, არსებობს ფაქტები, როცა მოტაცებული და გამოქცეული გოგო ოჯახმა ისევ უკან დააბრუნა.

დანაშაულის შეუტყობინებლობა არის დანაშაული. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება არ არის ვინმეს მიმართ შიში, ეს საერთოდ რომ დადასტურებულიყო, მაგრამ არ დასტურდება. დღეს გამომძიებელმა გვითხრა, რომ გამოითხოვა ალიმისა და ეგანას სატელეფონო საუბარი და მათი კავშირი არ დასტურდება. როცა სთხოვა აითაჯმა დახმარება და სახლიდან გამოიქცა, მას არაფერი არ გაუკეთებია და გააკეთა ის, რაც უკვე მოწმეებმა მოუყვნენ. ფაქტები არის - მოტაცემული, გამოქცეული გოგონა ისევ იმ სახლში დააბრუნა", - ამბობს საქმის პროკურორი.

მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.

რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100