სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ელის ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს? - "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა"

3 აგ­ვის­ტოს, ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს (IAEA) დი­რექ­ტო­რის რა­ფა­ელ გრო­სის გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ირ­კვე­ვა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი სად­გუ­რი მთლი­ა­ნად კონ­ტრო­ლი­და­ნაა გა­სუ­ლი. "ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა პრინ­ცი­პი და­ირ­ღვა", - გა­ნა­ცხა­და გრო­სიმ. ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, მისი გუნ­დი მზად იყო, ქარ­ხნის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მათ ამ დრომ­დე ვერ შეძ­ლეს მი­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიზ­ნე­ბი ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უ­გე­ბა­რი რჩე­ბა, თუმ­ცა ქმე­დე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც დამ­პყრობ­ლებ­მა ობი­ექ­ტზე ჩა­ი­დი­ნეს, ძირი გა­მო­უ­თხა­რა სად­გუ­რის მუ­შა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დაზ­ვერ­ვის უახ­ლო­ეს ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი მოქ­მე­დე­ბენ ელექტრო­სად­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე რა­ი­ო­ნებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეს ამ რა­ი­ო­ნებ­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ბომ­ბად დნეპ­რის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჯარი ქა­ლაქ ენერ­გო­დარს თა­ვი­სი ძა­ლე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად იყე­ნებ­და და ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს ყოფ­ნით უკ­რა­ი­ნის მხრი­დან თა­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის და­ბომბვის რისკს ამ­ცი­რებ­და“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. მა­ნამ­დე რუ­სუ­ლი მხა­რე ამ­ტკი­ცებ­და, - და­სავ­ლე­თი­დან მი­ღე­ბულ ია­რაღს უკ­რა­ი­ნა ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ბომ­ბად იყე­ნებ­სო. "რუსი ოკუ­პან­ტე­ბი იმა­ლე­ბი­ან ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხოლო უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ებ­ზე "გრა­დე­ბით" და " ურა­გა­ნე­ბით" შე­ტე­ვის მი­სა­ტა­ნად გა­მო­დი­ან ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გარ­კვე­ულ მან­ძილ­ზე", - გა­ნა­ცხა­და სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა ოლეგ ჟდა­ნოვ­მა ამ ცოტა ხნის წინ, უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან. მისი თქმით, ამი­ტო­მაც უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ძა­ლი­ან ფრთხი­ლობს, იყე­ნებს შე­და­რე­ბით მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან ია­რაღს - დრონ-კა­მი­კა­ძე­ებს, რომ­ლებ­საც მიზ­ნის ზუს­ტად გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ, რათა რა­ი­მე ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს ელექტრო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ას. "მთა­ვა­რია მო­ეს­წროს მიზ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ცე­ცხლე პო­ზი­ცი­ა­ზე. უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე არ ის­ვრის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც ოკუ­პან­ტე­ბი იმა­ლე­ბი­ან და არც გა­ის­ვრის. კარ­გია, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბიც არ ხსნი­ან ცე­ცხლას უშუ­ა­ლოდ სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან", - გა­ნა­ცხა­და ჟდა­ნოვ­მა. ცნო­ბის­თვის, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი სად­გუ­რი რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა მარ­ტის და­სა­წყის­ში და­ი­კა­ვეს. ის ევ­რო­პის უდი­დე­სი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100