სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღმოჩენა: მაცხოვრის უძველესი გამოსახულება ესპანეთში, რომელიც IV საუკუნით თარიღდება

ესპანელმა არქეოლოგებმა გამოაცხადეს, რომ იპოვეს იესოს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოსახულება. ის ამოტვიფრულია მინის ჭურჭელზე, რომელიც ქრისტეს შობიდან IV საუკუნით თარიღდება.

ვარაუდობენ, რომ ეს ჭურჭელი ევქარისტიული პურისთვის გამოიყენებოდა. ჭურჭლის დიამეტრი 22 სმ-ს აღწევს.

იესუ გამოსახულია ორ მოციქულთან ერთად. სავარაუდოდ ესენი არიან პეტრე და პავლე. "კომპოზიციის მონაწილენი დგანან ზეციურ სფეროზე, ორივე მხრიდან გარს აკრავთ პალმის ხეები, რომლებიც უკვდავებისა და განახლებული ცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენენ", - აღნიშნულია პუბლიკაციაში რომელსაც ABC აქვეყნებს.

ესპანური El Mundo აღნიშნავს, რომ ქრისტეს გამოსახულება ძლიერ განსხვავდება გვიანდელი გამოსახულებებისგან: მას აქ წვერი არა აქვს, არამედ გამოსახულია მოკლე თმებითა და ფილოსოფოსის შესამოსელით.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მონაპოვარი განეკუთვნება დაახლოებით IV საუკუნეს, რადგან მომდევნო საუკუნეებში პაპთა განკარგულებით ჭურჭლები უკვე ვერცხლისგან მზადდებოდა. გათრხების დროს იპოვეს მონეტები და კერამიკის ნიმუშები. ქრისტეს გამოსახვის მანერა ადასტურებს მეცნიერთა ვარაუდს, რადგან რომაული და ბიზანტიური სტილის ასლს წარმოადგენს.

გათხრების ხელმძღვანელის მარსელო კასტროს თქმით, ახალი აღმოჩენა შესაძლებლობას მისცემს მეცნიერებს გადახედონ ადრეული ქრისტეანობის ისტორიას ესპანეთში. უნდა აღინიშნოს, რომ კასტულო იბერიული ქალაქია, რომლის შემოგარენი დასახლებული იყო ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში. ლეგენდის მიხედვით, ადგილობრივი იბერიული პრინცესა იმილსე ცოლად გაჰყვა ჰანიბალს. ამ ქორწინების შედეგი გახდა კავშირი ქალაქსა და კართაგენს შორის.

დაახლოებით 213 წელს კატულოს კედლებთან ახლოს კართაგენის 40 ათასიანი მხედრობისა და იბერიელ დაქირავებულ მეომართა ერთ-ერთმა მხედართმთავარმა სერიოზული დამარცხება მიაყენა რომაელებს. ამის შემდეგ დაიდო ხელშეკრულება ამ ქალაქთან. სამაგიეროდ კასტულო რომის მოკავშირედ აღიარეს.

წერილობითი წყაროების თანახმად, უკვე IV საუკუნეში ქ. კასტულოს ქრისტეანი ეპისკოპოსი ჰყავდა. შემდეგ ქრისტეანული ეკლესიის შესახებ ცნობები იკარგება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომდევნო საუკუნის შუა წლებში ეპისკოპოსის რეზიდენციამ ა. ბაესუში გადაინაცვლა. მომდევნო საუკუნეებში, კასტულოს მნიშვნელობა კიდევ უფრო კნინდება. ხოლო 1227 წელს ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა მუსლიმთა მმართველობის დროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100