კაზანტიპი, ანუ თქვენ გაქვთ სექსი?
კაზანტიპი, ჯოჯხეთი, სოდომ-გომორი, ხშირად ამ სიტყვებს ერთ კონტექსტში ვისმენთ/ვკითხულობთ ხოლმე… დავხედავთ ავტორს და საუბარია 20-25 წლის გოგონებზე და ბიჭებზე, გიკვირს…
სამღვდელოების მხრიდან გასაგებია, მათი პროფესიული ვალდებულება მოითხოვს, რომ გააპროტესტონ მსგავსი აქტივობა, ქალიშვილი გოგონებისგანაც გასაგებია, თუმცა აქაც არის ალოგიკური ფაქტები: შენ იყავი ქალიშვილი, თუ გინდა სიცოცხლის ბოლომდე, თუ ის ერთადერთი – ქმრად წოდებული არ გამოჩნდება – მაგრამ რა შენი საქმეა სხვები სად და რა პოზაში დაკავდებიან სექსით? თუმცა მაინც გავიგეთ და გავიარეთ…
დავუბრუნდეთ ახალგაზდა ყმაწვილკაცებს, რომლებიც ასე აქტიურად ქოთქოთებენ და განვიხილოთ მათი რამდენიმე კომენტარი:
· ”კაზანტიპზე მარტივად ხელმისაწვდომი იქნება ნარკოტიკები, მაგალითად მარიხუანა” – თბილისში და რეგიონებში ნაკლებად ხელმისაწვდომია? ოდესმე გაგიპროტესტებიათ მარიხუანას მოხმარება ვინმეს მიერ?
· ”16 წლის ქალიშვილი რომ შევა კაზანტიპზე, მას ჩაითრევენ ნუდიზმში” – საერთოდ არ მესმის ეს სისულელე, ნუღარ გაუშვებთ 16 წლის შვილებს, დებს, ა.შ., მაგრამ როცა ადამიანს რაღაც უნდა, ან კაზანტიპზე გააკეთებს, ან ვაკის პარკში, ან ა.შ.;
· ”გარყვნილების პოპაგანდა და სოდომ-გომორიზაცია, რაკი იქ არის სექსი” – ლოგიკური კითხვა მიჩნდება, თქვენ გაქვთ სექსი?
არსებობს რამდენიმე ალტერნატივა:
· დადიხართ ”ბოზებში” – ეს ანაკლიაში მოხდება, თუ ვინმე როენას გლდანის საროსკიპოში – ხედავთ რამე განსხვავებას?
· სტუმრობთ პორნო საიტებს და კავდებით ”ავტო სექსით”, ანუ საკუთარ ხელთან – წარმოსახვითი სექსი ადამიანთან, რომლისგანაც ნებართვა არ აგიღიათ, უფრო ღრმა სოდომ-გომორიზაცია ხომ არ არის?
· დასდევთ ფეისბუქზე, თუ ქუჩაში – ყველა ნორმალური ვიზუალის, ”გახსნილი ჩაცმულობის” გოგონას, ან ვისზეც გსმენიათ, რომ ”თავისუფალი სექსის მოყვარულია” და მხოლოდ იმიტომ ვერ ეშვებით სოდომ-გომორიზაციაში, რომ ის უარზეა…
ან უბრალოდ, არ გაქვთ სექსი ქორწინებამდე და მერეც ცოლის ერთგულები იქნებით – კი ბატონო, ამ შემთხვევაში თქვენგან მორალის კითხვა მისაღებია.
მეამაყება, რომ ანაკლიაში მცხოვრები ასაკოვანი ქალბატონები, ბევრად უფრო თანამედროვედ აზროვნებენ ვიდრე ბევრი ჩვენი თანატოლი.
და ბოლოს, დამატებით რამდენიმე პუნქტი:
· კაზანტიპი წელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც აისახება ანაკლიის კეთილდღეობაზეც;
· ვინც ”გარყვნილი” და ”ჯოჯოხეთის მოციქულია”, კაზანტიპის გარეშეც ექნება სექსი
· ”კდემამოსილებს” კაზანტიპი ვერ აცდუნებს და ისინი უბრალოდ უარს იტყვიან იქ წასვლაზე;
· ეს არ არის ”სექსის” ფესტივალი, მოიძიეთ დეტალური ინფორმაცია კაზანტიპის შესახებ.
პ.ს. მე კაზანტიპზე არ მივდივარ.
კომენტარი