კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებად იესო ქრისტე დაასახელეს
პროფესორმა სტივენ სკიენამ და ჩარლზ უარდმა ათასობით ისტორიულ პიროვნებას შორის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა შეარჩიეს. შედეგები იმის მიხედვით მიიღეს, კონკრეტულ პიროვნებას რა გაუკეთებია და როგორ აირეკლა მათი საქმიანობა Wikipedia-ს გვერდზე. მათ ინგლისური Wikipedia გამოიყენეს, რომელიც მათი ალგორითმის საყრდენ ბაზას წარმოადგენს.
"იესო ქრისტე ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა. 2
000-ზე მეტი წლის შემდეგაც კი 2 მილიარდამდე მიმდევრით, იესო წარმატებული ისტორიული ფიგურაა",
- ამბობენ მეცნიერები.
10 ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის ნუსხა ასე გამოიყურება:
1. იესო ქრისტე
2. ნაპოლეონ ბონაპარტი
3. უილიამ შექსპირი
4. მუჰამედი
5. აბრაამ ლინკოლნი
6. ჯორჯ ვაშინგტონი
7. ადოლფ ჰიტლერი
8. არისტოტელე
9. ალექსანდრე მაკედონელი
10. ტომას ჯეფერსონი
კომენტარი