
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის 1/8-ფინალში გავიდა
საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელ ლორენცო სონეგოს, (26) 3 სეტში, ანგარიშით: 6-4, 3-6 , 6-4 სძლია და ზაფხულის თამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც გერმანელ სპორტსმენს, ალექსანდრე ზვერევს (4) შეხვდება.
ტოკიოს ოლიმპიადის 1/8 ფინალური დაპირისპირება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდრე ზვერევს შორის 28 ივლისს, ჩვენი დროით - 06:00-ზე გაიმართება.
კომენტარი