
ოჯახის 6 წევრი ავტომობილით ბახმაროსკენ მიემგზავრებოდა, როცა მანქანა ხიდიდან გადავარდა - მანქანაში 8 თვის ბავშვიც იმყოფებოდა
სოფელ ქვაბღასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
რთი ოჯახის 6 წევრი ავტომობილით ბახმაროსკენ მიემგზავრებოდა, როცა მანქანა ხიდიდან გადავარდა.
საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, თუმცა ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ ავტომობილით ოჯახის წევრებთან ერთად 8 თვის ბავშვიც მგზავრობდა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულის გარდა სხვა ყველა მგზავრი ჩოხატაურის კლინიკებში გადაანაწილეს.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
კომენტარი