
როგორი ამინდი იქნება საქართველოში აპრილის ბოლო კვირას?
27 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი .
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით, დღეიდან მთელს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. თუმცა ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია 26 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
27 აპრილიდან უნალექო ამინდები 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურა ქვეყანაში 28 აპრილიდან მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 29 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში - 22, ხოლო თბილისში 22-23 გრადუსი იქნება
კომენტარი