
სამედიცინო ასოციაციები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ
სამედიცინო ასოციაციები მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმები კონსილიუმის წევრებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. "აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სათანადოდ აღჭურვილ პოლიპროფილურ კლინიკაში; ტრანსპორტირების და შემდგომი მკურნალობის პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყონ ძალოვანმა სტრუქტურებმა მოვუწოდებთ ყველას, ნუ გარევთ ექიმებს პოლიტიკაში, მოგვეცით საშუალება ჩვენი საქმე ვაკეთოთ!", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი