
კუმისში ვითარება უკიდურესადაა დაძაბული - 57-ე უბანთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი
კუმისში ვითარება უკიდურესად არის დაძაბული. ამ წუთებში 57-ე საარჩევნო უბანთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი.
როგორც ადგილობრივები რუსთავი2-თან საუბარში აცხადებენ, შეკრებილი მოქალაქეების უმრავლესობა სპორტსმენია და არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ჩვენთან საუბარში ყვებიან იმასაც, რომ შეკრებილი მოქალაქეები მხარს უჭერენ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს გოდერძი ჩანქსელიანს.
კომენტარი