
პოლიციამ 3000-კაციანი წვეულება დაშალა (ვიდეო)
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აშშ-ში, ფლორიდის შტატში მასობრივი შეკრება გაიმართა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვოლუსის ოლქში წვეულებას 3 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. პოლიციამ შეკრება ძალის გამოყენებით დაშალა და 8 ადამიანი დააპატიმრა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში COVID-19-ის 1 557 770 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში უკვე 92 478 ადამიანი იმსხვერპლა.
კომენტარი