
სამი მოკლული, ოცზე მეტი მძიმედ დაშავებული - მძღოლის არასწორმა მანევრირებამ ტრაგედია გამოიწვია
ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნის ერთ-ერთ ქუჩაზე მანქანას პოლიცია დრიფტაობის გამო დაედევნა, მძღოლმა კი გაქცევა სცადა, რა დროსაც არასწორი მანევრირება შეასრულა და ქვეითთა ბილიკზე ავარდა. დაღუპულია 2 მამაკაცი და ერთი მცირეწლოვანი გოგონა, მძიმედ დაშავდა 20-ზე მეტი, დაშავებულთა შორის არის ოთხი ბავშვი. ადგილობრივი მედია მსჯელობს, იყო თუ არა აღნიშნული ტრაგედია ტერაქტი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძება.
კომენტარი