
2 თვის ბავშვიც ინციფირებულია - ლაშა ღლონტის ოჯახიდან კოვიდი ექვს წევრს დაუდასტურდა
აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ვაქცინაციის პროცესს. არანაირი სურვილი არ მაქვს მეორეჯერ გავიარო ასეთი რთული დღეები,- ამის შესახებ მომღერალ ლაშა ღლონტის შვილი, ანი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.
„ოჯახიდან 6 წევრს დაგვიდასტურდა კოვიდი. აქედან ყველაზე უმცროსი 2 თვის არის. (საბედნიეროდ, უფლის წყალობით, უკვე მგონი ბოლოში გავდივართ) ჩვენგან 3 ადამიანი 1 დოზით იყო აცრილი, პირადად მე აცრამდე 2 დღით ადრე აღმოვჩნდი კონტაქტი და ვერ მოვასწარი. ყველაფერი რომ მორჩება, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ვაქცინაციის პროცესს. არანაირი სურვილი არ მაქვს მეორეჯერ გავიარო ასეთი რთული დღეები და მქონდეს დაუცველობის შეგრძნება !
დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის და ყურადღებისთვის. მოუფრთხილდით ერთმანეთს“,- წერს ანი ღლონტი.
კომენტარი