სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ვერ აღწევს წარმატებას ქართული ოპოზიცია?!

ქართული ოპოზიცია კვლავ განწირულად ცდილობს მკვდრეთით აღდგომას: ხან კომიკურ ულტიმატუმებს აყენებს, ხანაც გრანდიოზული მიტინგებით იმუქრება. მორიგი «ოპოზიციური ტალღის» აგორების იმედით ძველმა და უკვე დიდი ხნის წინ რეიტინგდაკარგულმა ფიგურებმა კი სარდაფის მტვერი მოიშორეს და საზოგადოების წინაშე გამოჩენა გაბედეს. ერმა «სასიხარულო ცნობა» ახალი პოლიტიკური ძალის დაარსების შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან უკვე შეიტყო. თუმცა ეს "ახალი," როგორც აღმოჩნდა, ისევე როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, ძველია, რომელიც ყველას, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ კარგად ახსოვს.
სადჰჯკსადლკსადჯ
ოქრუაშვილი და კიწმარიშვილი რომელი ქვეყნის ამშენებლები არიან, ეს სრულიად საქართველომ იცის. თუმცა ოპოსპექტრი მსგავს ფიგურებს მაინც კატეგორიულად ვერ ელევა. არ ვიცით, რა იშოვა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და "მაგარმა ბიჭმა" ოქრუაშვილმა პარიზში, მაგრამ მის მიერ აქედან გაპარებული მილიონების შესახებ ხმები, როგორც ჩანს, მეტად მიმზიდველია ქართული, რეიტინგის, ფინანსების, "კრიშის" და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ოპოზიციისათვის, რომელსაც ეს მყვირალა სახელი მხოლოდ წარსული დიდების გადმონათშადღა შერჩა.
სადჰჯკსადლკსადჯ
ოპოზიცია შეცდომებზე ვერ სწავლობს და იმას კვლავ არაფრად დაგიდევს, თუ რა თვალით უყურებს ამ ფიგურებს საქართველოს მოსახლეობა და როგორ აისახება ეს ყველაფერი მათ სამომავლო გეგმებზე, თუმცა აქვთ თუ არა ეს გეგმები, ეს უკვე დიდი ხანია საკითხავია და, როგორც ჩანს, დიდად არც აინტერესებთ. ქართულმა ოპოზიციამ ხომ უკვე კარგა ხანია რეალური ფუნქცია დაკარგა და პირადი ინტერესების და პრივილეგიების ხელისუფლებისაგან გამოძალვისაკენ მიმართულ "კანტორად" იქცა.
სადჰჯკსადლკსადჯ
კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, თუ რა ოპოზიციური სპექტრია დღეს წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში? რატომ არის ასეთი სუსტი საქართველოში ეს ფლანგი და რატომ განეწყო ინდიფერენტულად მოსახლეობა იმ პოლიტიკური ფრთის მისამართით, რომელიც ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ მოსახლეობის გარკვეულ ფენაში რეიტინგით სარგებლობდა და გარკვეული პერსპექტივებიც ჰქონდა ძალაუფლების ხელში ასაღებად?
ქართული ოპოზიციის შეცდომების კასკადის დასაწყისად იქცა თავის დროზე საპარლამენტო ბრძოლაზე უარის თქმა და პარალელურ რეჟიმში კულუარული ვაჭრობის პოლიტიკის წარმოება ხელისუფლებასთან სხვადასხვა პირადი სიკეთეების გამორჩენისაკენ. ბოროტებასთან მებრძოლი რაინდების სტატუსის მოპოვება სრული კრახით დასრულდა. ფარული გარიგებების შესახებ ინფორმაციებმა გამოჟონა და ნოემბრის აქციების დროს აკრეფილი რეიტინგიც შარშანდელი თოვლივით გაქრა.
სადჰჯკსადლკსადჯ
ცნობილი პრინციპის მიხედვით კი, წმინდა ადგილი არასდროს არის ცარიელი და ოპოზიციური ნიშა პარლამენტში ქრისტიან- დემოკრატებმა შეავსეს. შესაბამისად, ქართული რადიკალური ოპოზიცია სრულ აფსაიდში დარჩა და მისი მხარდმჭერი მოსახლეობის ნაწილიც - იმედგაცრუებული. ქუჩური ბრძოლის არც სტრატეგია და არც ტექნიკა კი, ქართული ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ეფექტური არ აღმოჩნდა.
სადჰჯკსადლკსადჯ
ყველაზე რადიკალურმა ფრთამ – ეროვნულმა ფორუმმა, თავისი ულტრანაციონალისტური და კონსერვატიული ლოზუნგებით, მკვეთრი განცხადებებით ხელისუფლების მისამართით და ქართველი ერისათვის ყველაზე მტკივნეულ თემებზე აპელირებითაც კი ვერაფერი გააწყო. როგორც ჩანს, შუბი ხალთაში არ იმალება და კულუარებიდან გამოსულმა ხმებმა, ხელისუფლებასთან ფარული გარიგებების, ხშირად მიღებული უპრინციპო გადაწყვეტილებების შესახებ, თავისი გაიტანა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატი, ბუნებრივია, თავადაც რადიკალურია და ხშირი მერყეობა და ორჭოფობა საკუთარმა ელექტორატმა მათ არ აპატია.
სადჰჯკსადლკსადჯ
შედარებით გასხვავებული ოპოზიციური მიმართულება – ალასანია-ზურაბიშვილის ფრთა, თავიდან უფრო ნაკლებად "ველური" მეთოდებით მებრძოლი ელექტორატის თვალთახედვის არეში მოექცა. ალასანიას ფიგურა სააკაშვილის ალტერნატივად დასახეს. თუმცა აქაც იგივე პრობლემებმა, გაურკვეველმა პოზიციამ, თამაშმა და ფარისევლობამ თავისი გაიტანა. ამასთან, გამოჩნდა ლიდერის ძალიან ბევრი სუსტი მხარე და ამ პოლიტიკურმა ძალამაც რეიტინგის აკრეფის კუთხით სრული კრახი განიცადა.
სადჰჯკსადლკსადჯ
ქრისტიან-დემოკრატებმა რელიგიური მოსახლეობის გრძნობებზე აიღეს აქცენტი და ამ თემით გვარიან წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ მათ ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტინები წყალში ჩაუცვივდათ, რელიგიური თემები კი ჩვეული მანიპულირების იარაღად დარჩა. ამბიციებით გაბერილ "რესპუბლიკელებს" რეიტინგი არც არასდროს ჰქონიათ და, შესაბამისად, ვერც დაკარგავდნენ.
სადჰჯკსადლკსადჯ
სწორედ ამიტომაც არის, რომ საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგაა განწყობილი, პარალელურად, ოპოზიციასაც აღარ უჭერს მხარს. "დიდი მიღწევაა" ეს პოლიტკური ძალების მთელი სპექტრისათვის. დღეს ამ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ქართველი ხალხი კი ჯერჯერობით ამაოდ ელოდება ახალი სახეების და ძალების გამოჩენას ქართული პოლიტიკის ცის კაბადონზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100