სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ ბასი: "NDI -ს სრულად ვენდობით"

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მის მიმართ "ქართული ოცნების" ღია წერილის გაცნობას "მოუთმენლად ელის".

"უშუალოდ წერილი არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ის გამოქვეყნდა. მოუთმენლად ველი მის გაცნობას. უფრო დეტალური პასუხიც ამის შემდეგ გვექნება. მინდა, მოგახსენოთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ის ამერიკის მთავრობისაგან გარკვეულ დაფინანსებას იღებს, მაგრამ დამოუკიდებელია და სხვა ორგანიზაციებიდანაც ფინანსდება. მინდა, ვთქვა ასევე, რომ NDI საქართველოში უკიდურესად ფასეულ სამუშაოს ასრულებს და მის შესაძლებლობებს სრულად ვენდობით. ამ წუთისთვის მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" - განუცხადა "ივერონს" ამერიკის ელჩმა.

შეგახენებთ, რომ დღეს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის ელჩს ღია წერილით მიმართა. "ქართული ოცნება" მოითხოვს, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტიმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების ზომვა შეწყვიტონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100