„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიების და პროექტული განაცხადების შედგენის შესახებ ტრენინგი დაიწყო
თბილისი, 25 მარტი, 2015 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ აცხადებს ახალი ტრენინგის დაწყების შესახებ „ფონდების მოძიება და პროექტული განცხადების შედგენა არასამთავრობო სექტორში“. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს იცოდეს როგორ მოიძიოს საგრანტო დაფინანსება და შეადგინოს გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის. ტრენინგი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სრულად არის ადაპტირებული ქართულ სპეციფიკასთან. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან თუ როგორ მოიძიონ ფონდები, გაწერონ კონცეფცია და შეადგინონ ბიუჯეტი. კურსი ითვალისწინებს საქართველოში ტრადიციული დონორების მოთხოვნებს, ასევე ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამკვიდრებულ ფორმებს. ტრენინგზე, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. შემაჯამებელ დღეს ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღონ ტრენერისგან და განიხილონ რეალური საპროექტო განაცხადება. ტრენინგზე რეგისტრაცის ბოლო ვადაა 10 აპრილი, 2015.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგს სთავაზობს. უნიევერსიტეტის ტრეინინგების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კერძო პირებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგი ხანგრძლივობის, საგნის სიღრმისეულად ათვისების და კონკრეტული უნარების დახვეწის მიხედვით. კომპანიებს უნივერსიტეტი მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, ეწვიეთ: www.bog.edu.ge
###
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ:
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, ქყვენაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებული ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი, პროფესიული და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, ასევე დამწყები ბიზნესის ხელშეწყობას, მისი ბიზნესის სკოლისა და სასერტიფიკატო სწავლების, პროფესიული განათლებისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ სრული სტიპენდია, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge
კომენტარი