სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქმარმა ცოლი მოკლა - შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა

შსს-თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ჯიმშერ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ჯიმშერ ა-მ მიმდინარე წლის 1 ივნისს, ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1967 წელს დაბადებულ ლუდა გ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ხარაგაულის რაიონში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100