სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარუქ სადიკი: იმ სიკეთით, რისი მოტანაც შეუძლია ხუდონჰესის მშენებლობას, მომავალი თაობები ისარგებლებენ

„რუსთავის ფოლადის“ გენერალურ დირექტორს ფარუქ სადიკს მიაჩნია, რომ ბუნებრივი რესურსები, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ ქვეყანას აუცილებლად სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მათი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.„ყველა ქვეყანამ გაიარა ის ეტაპი, რომ გამოეყენებინა თავისი ბუნებრივი რესურსები. ცივილიზებულ მსოფლიოში ყოველთვის დგას და იდგება არჩევანი - გამოყენონ ბუნებრივი რესურსები თუ დაიცვან ხელთუქმნელი ბუნება.ცივილიზებული ეკონომიკა მძიმე მრეწველობის განვითარების გარეშე შეუძლებელია და არჩევანი უნდა გაკეთდეს პრიორიტეტების მიხედვით. ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყველაზე იაფია მსოფლიოში. ინვესტიციები, რომელიც იდება ისეთი მსხვილი პროექტის მშენებლობაში, როგორიც ხუდონჰესია, რჩება ქვეყანაში. იმ სიკეთით, რისი მოტანაც შეუძლია მის მშენებლობას, ისარგებლებენ მომავალი თაობები. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე წელზე გათვლილი პროექტი. ყოველივე ამის შემდეგ, მიმაჩნია, რომ საკითხი გადაწყვეტილი ჩანს, პრიორიტეტეტი და პერსპექტივაც ნათელია და სახარბიელო. იქნება იაფი ელექტროენერგია, რომელიც გავა ექსპორტზე, განვითარდება მრეწველობა, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ქვეყანას შეეძლება კონკურენცია გაუწიოს მეზობელ აზერბაიჯანს, რომელსაც აქვს იაფი ბუნებრივი გაზი. ამის გარეშე რა პერსპექტივა რჩება ქვეყანას? ტურიზმის განვითარების? მაგრამ იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს და ქვეყანამ შეძლოს ამით იცხოვროს, საჭიროა მილიარდიანი ინვესტიციები.აქ კიდევ იმავე პრობლემას ვაწყდებით, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვისაც ასევე საჭიროა ელექტროენერგია, რომელის დეფიციტი შესაძლოა ახლა არ გვქონდეს, მაგრამ მომავალი განვითარებისთვის არასკმარისი აღმოჩნდეს.თბოელექტროსადგურის მუშაობისთვის საჭიროა გაზი და ქვანახშირი, გაზის იმპორტირება კი უნდა მოხდეს აზერბაიჯანიდან. შესაბამისად, ეს ქვეყნისთვის დამატებითი ხარჯები იქნება და ნაკლებრენტაბელურია. გაზით გამომუშავებული ელექტროენერგია კი შესაბამისად იქნება გაცილებით უფრო ძვირი. აზერბაიჯანთან კონკურენცია კი საქართველოსთვის იქნება რბილად რომ ვთქვად სასაცილო და აბსურდული.ღმერთმა საქართველოს მისცა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსი და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია პირდაპირ რომ ვთქვათ იაფი კი არა უფასოა. ჰიდროელექტროსადგურს კი აქვს გაცილებით ნაკლები დანახარჯები და მის მიერ ექსპორტზე გაშვებული ელექტროენერგია ძალიან რენტაბელური და შემოსავლიანი იქნება ქვეყნისთვის. რაც შეეხება ატომურ ელექტროსადგურს იაპონიის შემდეგ ძალიან ბევრი ქვეყანა უკვე ერიდება მათ მშენებლობას. გარდა ამისა, მისი თვითღირებულება ძალიან მაღალია, საჭიროა ურანის იმპორტირება და დამოკიდებული უნდა იყოს სხვა ქვეყნებზე და იმპორტზე. ეს არა მხოლოდ არარენტაბელური, არამედ გარკვეულ ხარისხში სარისკოც იქნება. ასევე არის საჭირო ძალიან ბევრი წყალი ტურბინების გაგრილებისთვის, ასევე რთულია ტექნიკურ-საინჟინტო მხარდაჭერა. ამიტომ ყველაზე ხელსაყრელი, მცირედანახარჯიანი და მთლიანად საკუთარ პოტენცილაზე მომუშავე და შემოსავლიანი არის ჰიდროელექტროსადგური “,-განაცხადა ფარუქ სადიკმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100