მიიღე დაბალპროცენტიანი სესხი კიდევ უფრო სწრაფად
დღეისათვის, უკვე შესაძლებელია სესხის აღება მოქნილი და კომფორტული პირობებით. თუ ხელფასამდე დიდი დროა დარჩენილი და არ იცით როგორ იშოვოთ საჭირო თანხა, აირჩიეთ ონლაინ სესხი. მომსახურების საშუალებით მარტივად მოაგვარებთ მოულოდნელ ფინანსურ პრობლემას. არ აქვს მნიშვნელობა თანხა რისთვის გჭირდებათ მანქანის შესაკეთებლად, მედიკამენტების შესაძენად თუ წვეულების მოსაწყობად, საჭირო ფინანსების მიღებას 15 წუთში შეძლებთ.
სწრაფი ონლაინ სესხი ინტერნეტის საშუალებით გაიცემა. მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 24 საათის მანძილზე. საჭირო თანხის მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ დასაქმების ცნობა, თავდები ან უზრუნველყოფა. სასურველი კრედიტორის ვებგვერდზე ავსებთ განაცხადის მარტივ ფორმას, უთითებთ სესხის ოდენობას და ვადას. დამტკიცების შემთხვევაში თანხა საბანკო ანგარიშზე გერიცხებათ. სერვისით სარგებლობა ბევრ კომპანიაშია შესაძლებელი. სანამ რომელიმე მათგანს მიმართავთ, მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში მათი პირობების შესახებ. შეადარეთ ერთმანეთს მათი საპროცენტო განაკვეთი, დაფარვის ვადა, თანხის ოდენობა. არჩევანის გაკეთებისას დაგეხმარებათ credy24, რომლის საშუალებით წინასწარ გამოითვლით გადასახადი თანხის ოდენობას. გეცოდინებათ მოსალოდნელი ხარჯი და გაითვალისწინებთ ბიუჯეტის დაგეგმისას.
სესხის მისაღებად მხოლოდ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• საბანკო ანგარიში ნებისმიერ ბანკში;
• საქართველოს მოქალაქეობა;
• ელექტრონული ფოსტა;
• მობილური ტელეფონის ნომერი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ონლაინ სესხი და კიდევ უფრო სწრაფად მიიღოთ საჭირო თანხა. მომსახურება იმითაც გამოირჩევა, რომ თუ ვერ ახერხებთ თანხის გადახდას, შეგიძლიათ ისარგებლოთ გადავადებით. გადავადების შემთხვევაში თავიდან იცილებთ უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შექმნას. თითოეულ კლიენტს, რომელსაც ერთხელ მაინც აუღია სესხი აქვს საკრედიტო ისტორია, რომელიც დაფიქსირებულია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებში. უარყოფითი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებისთვის გაცილებით რთულია კრედიტის აღება მომავალში. საფინანსო კომპანიები თავს არიდებენ ასეთ მომხმარებლებთან თანამშრომლობას, რადგან გადაუხდელობის რისკი მაღალია.
გახსოვდეთ, რომ სწრაფი სესხი 30 დღემდე ვადით გაიცემა. შესაბამისად, მისი აღება მიზანშეწონილია მოკლევადიანი, მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. თუ თქვენ დიდი ხნის ვადით გინდათ თანხის აღება, უმჯობესია გრძელვადიანი სესხი აირჩიოთ. არის სიტუაციები, როცა თანხა ხანგძლივი მიზნების მისაღწევად არის საჭირო. მაგ: ბინის, ავტომობილის შეძენა, სწავლის დაფინანსება, საქმიანობის გაფართოვება. მსგავსი მიზნების მისაღწევად შემდეგი ტიპის გრძელვადიანი სესხები გამოიყენება:
• იპოთეკური სესხი;
• ავტო სესხები;
• სტუდენტური სესხი;
• ბიზნეს სესხი.
გრძელვადიანი სესხის გაცემისას ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დამატებითი მოთხოვნები აქვთ. შესაძლოა მოგთხოვონ თავდები, ქონებით უზრუნველყოფა, ამონაწერი და სხვა.
ავტო სესხი ახალი ან მეორადი ავტომობილის შესაძენად შეგიძლიათ აიღოთ. თანხის მისაღებად საჭიროა იყოთ სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე. სესხის გაცემისას ხდება ავტომობილის დაზღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს თანხა. მართალია, სესხის გაცემისას მანქანაზე ვრცელდება გირავნობა, მაგრამ თქვენ საშუალება გაქვთ გააგრძელოთ მისი მართვა. გადაუხდელობის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს მოახდინოს მისი რეალიზება.
თუ ბინის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, იპოთეკური სესხი გაგიწევთ დახმარებას. თანხის გაცემისას, ბანკი ან მიკროსაფინანსო შეაფასებს თქვენს გადახდისუნარიანობას, ქონების ღირებულებას და ამის მიხედვით განსაზღვრავს კრედიტის ოდენობასა და სხვა პირობას. სასურველია სესხი იმ ვალუტაში აიღოთ, რა ვალუტაშიც გაქვთ შემოსავალი.
სამომხმარებლო სესხი პირადი მოხმარებისთვის შეგიძლიათ აიღოთ. მისი დახმარებით მარტივად შეძლებთ ტექნიკის, საოჯახო ნივთების შეძენას ან მოგზაურობის დაფინანსებას. თანხის მისაღებად ძირითად შემთხვევაში არ ითხოვენ უზრუნველყოფას. საკმარისია მინიმალური შემოსავალი და ყოველთვიური საბანკო დარიცხვები ანგარიშზე. თუ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაქვთ, კრედიტის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თავდები.
საკრედიტო პროდუქტის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანხის მოთხოვნამდე განსაზღვრეთ თქვენი მიზანი, დაფიქრდით სესხი მოკლე პერიოდით გჭირდებათ თუ ხანგძლივი ვადით. ზუსტად გაიგეთ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რათა წინასწარ განსაზღვროთ ხარჯები. კრედიტის სწორად შერჩევა თავიდან აგარიდებთ შემდგომ გართულებებს და მარტივად შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას.
კომენტარი