რიონის მცველებმა გზა გადაკეტეს - პოლიცია მათ "პროპორციული ძალის" გამოყენებით ემუქრება
რიონის ხეობაში, გუმათჰესის მიმდებარედ, "რიონის ხეობის მცველებმა" გზა მანქანებით გადაკეტეს. სწორედ მანქანებში აპირებენ ისინი ღამის გათევას, რადგან ტერიტორიაზე ამ დრომდე ძლიერი წვიმაა. ისინი პოლიციისგან ნამოხვანში წასვლის ნებართვას მოითხოვენ, რაზეც სამართალდამცველები უარს ეუბნებიან და ამბობენ, რომ თუ 30 წუთში გზას არ გახსნიან, "პროპორციულ ძალას" გამოიყენებენ.
არ მაქვს სხვა გამოსავალი, 40 წუთი გელაპარაკე წეღან. დაემორჩლეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ეს მანქანები გავატაროთ და გზა გახსენით, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას. ნახევარ საათს გაძლევთ, - ამბობს პოლიციელი აქტივისტებთან.
კომენტარი