წულუკიანის, სუბარისა და ბესელიას საერთო ბრიფინგი (ვიდეო)
ამნისტიის შესახებ კანონის აღსრულების დეტალებზე იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრებმა თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ისაუბრეს.
მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონს ხელს პრეზიდენტი არ მოაწერს, მას პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს.
პოლიტპატიმრები კანონის ამოქმედებისთანავე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ხოლო სხვა მსჯავრდებულების საქმეებზე, რომელთაც ასევე ამნისტია ეხებათ, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ექვსკვირიანი ვადა ექნება
კომენტარი