სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოფენა: „ზურაბ კიკალეიშვილი- რეტროსპექტივა“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ვახტან ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 25 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება გამოფენა „ზურაბ კიკალეიშვილი - რეტროსპექტივა“, რომელიც ეძღვნება ცნობილ ბალეტის მსახიობს, ქორეოგრაფს, პედაგოგს, კინო-მსახიობს ზურაბ კიკალეიშვილს.

ზურაბ კიკალეიშვილი 1924 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა და სიმბოლურად მისი შემოქმედების ამსახველი გამოფენაც მის დაბადების დღეს იხსნება. მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, საქართველოში აგრძელებს თავის კარიერას. ის ჭაბუკიანის მოსწავლე და მასთან ერთად ქართული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფია. ბატონი ზურაბი 1942 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო. 1942 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებლში ასწავლიდა სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. ტოკიოს "ტოკიო ბალეტ"-ის (1967-1968 წწ) , ქ. სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრის; (1978-1979წწ) თურქეთის (1983-1984წწ) საბალეტო დასებთან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მოცეკვავის, პედაგოგის, ქორეოგრაფის, მსახიობის, ვახტანგ ჭაბუკიანის ერთ-ერთი მოსწავლის, მეგობრისა და სასცენო პარტნიორის შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები. ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმის ფონდსა და ასევე ზურაბ კიკალეიშვილის შვილის, მაკო აბაშიძის პირად არქივში დაცული მასალები: ფოტოსურათები, ნახატები, ჩანაწერები საბალეტო სპექტაკლებიდან და ფრაგმენტები კინოფილმებიდან: „გორდა“, „ოტელო“, „სინათლე“ და „ვერის უბნის მელოდიები“. სადაც ზურაბ კიკალეიშვილის სასცენო პარტნიორები არიან: ვახტანგ ჭაბუკიანი, ლილიანა მითაიშვილი, ვერა წიგნაძე და ევგენია გელოვანი.

გამოფენის გახსნის თარიღი: 25. 10.2017
დრო: 18:00 საათი
გამოფენა გრძელდება: 5.11.2017
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N83/23
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
(+995) 557 59 38 10 ნინო ბარნოვი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100