
პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება
პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია გვიან ღამით დასრულდა.
როგორც აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდება, მანამდე კი აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ.
"პარტიებთან კონსულტაციებს გავივლი და რამეს მოვიფიქრებთ. სიმართლე გითხრათ, ჯერ გეგმა არ გვაქვს", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.
ამ დროისთვის, პარლამენტის წინ ტროტუარზე 7 კარავია გაშლილი.
კომენტარი