სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე მასშტაბური შეთავაზება ონლაინშოპინგისთვის:

იშოპინგეთ ონლაინ American Express® ბარათებით და მიიღეთ უფრო მეტი MR ქულა და Cashback-

თბილისი, 20 მაისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა მასშტაბური აქცის– „American Express®-ის ონლაინშოპინგის თერაპიის“ დაწყების შესახებ. მომხმარებელი, რომელიც 20 მაისიდან 20 ივლისამდე, შესყიდვების ონლაინ განხორციელებისას (ინტერნეტით ყიდვისას) გადაიხდის საქართველოს ბანკის American Express-ის ნებისმიერი ბარათით, ყოველ დახარჯულ 1 ლარზე მიიღებს 3 MR ქულას, ხოლო American Express Blue ბარათზე 2% Cashback–ს. საქართველოს ბანკის American Express–ის ბარათები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაუბრკოლებლად განახორციელოს ანგარიშსწორება ონლაინ, მათ შორის უცხოურ ვებგვერდებზე და ასევე, დარეგისტრირდეს PayPal–ზე.

დამატებით, აქციის ფარგლებში საქართველოს ბანკი მათ, ვინც ჯერ არ ფლობს American Express-ის ბარათს და სურს ონლაინშოპინგისას გადაიხადოს ინტერნეტ შესყიდვებზე ყველაზე კარგად მორგებული ბარათით, 20 მაისიდან 20 ივლისამდე საშუალებას აძლევს შეიძინოს American Express Rewards ბარათი მხოლოდ 10 ლარად, 40 ლარის ნაცვლად.

American Express Rewards ბარათს ბევრი უპირატესობა და ბენეფიტი აქვს. ონლაინ შოპინგისას და PayPal-ზე დარეგისტრირების შემდეგ, American Express Rewards ბარათის მფლობელს ერიცხება გასამმაგებული ოდენობის ბონუს ქულები, რომელთა გადაცვლა შესაძლებელია სასურველ საჩუქარზე, Membership Rewards-ის სასაჩუქრე კატალოგიდან. სპეციალურად American Express ბარათების მფლობელთათვის შექმნილი კატალოგი განახლდა და საჩუქრების არჩევანი კიდევ უფრო მარვალფეროვანი გახდა. კატალოგის სანახავად ეწვიეთ: www.amexmr.ge

რადგანაც ონლაინშოპინგისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, American Express Rewards ბარათს აქვს დაზღვევა, რომელიც იცავს ბარათის მფლობელს არალეგალური ინტერნეტ ტარნზაქციებისგან. თუ მომხმარებელს უკვე აქვს American Express ბარათი ლარში, ონლაინ შოპინგისას კი ხშირად აშშ დოლარის ან ევროს ვალუტაში იხდის, საქართველოს ბანკი საშუალებას აძლევს მასაც, შეიძინოს მხოლოდ 10 ლარად American Express Rewards ბარათი, დოლარის ან ევროს ვალუტაში.

საქართველოს ბანკი ექსკლუზიურად უშვებს საქართველოში American Express ბარათებს და სავაჭრო ობიექტების American Express-ის ქსელში ჩართვას. მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს American Express–ის ბარათების ფართო სპექტრით და შეარჩიოს მის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი: American Express Card, American Express Gold Card, American Express Blue Card, American Express Rewards Card და American Express ბიზნეს ბარათები.

დამატებითი ინფორმაციის მიღება American Express-ის ბარათებთან დაკავშირებით შესაძლებელია: www.amex.ge; ონლაინშოპინგის თერაპიის შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ: www.terapia.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100