გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა - დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი
გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოყავთ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან.
უწყების ცნობით, 10-მდე პირი კალათების ვარდნის შედეგად დაშავდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
დაშავებულებს პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარეს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კომენტარი