დააკავეს 40 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა
დაკავებულია მოსკოვის გამზირზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თბილისში აიყვანეს.
პოლიციელზე თავდასხმის გარდა დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშიც ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი