სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იარაღები ეჭირათ, მოდით მალე რა...მორჩა ყველაფერი და რაღა აზრი აქ ეხლა რომ მოხვიდეთ, მარტო მე დამიჭერთ თუ რას იზამთ?" – შაქარაშვილის საქმეზე შსს აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აუდიო ჩანაწერს ავრცელებს.

ჩანაწერში ისმის თუ როგორ უკავშირდება ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე 112-ს და დახმარებას ითხოვს.

ოპერატორი – გისმენთ რა მისამართზე გესაჭიროებათ დახმარება

იაკობ ბრეგვაძე – მცხეთაში ვარ, მცხეთა თიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და მალე რომ მოხვიდეთ შეილება?

ოპერატორი – მცხეთაში ხართ ბატონო? მისამართი რომ მითხრათ, ქუჩა

იაკობ ბრეგვაძე – არ ვიცი ქუჩა, ქებაბ ჰაუსი აწერია, კაროჩე რაღაც ადგილია. ჰო და ჩხუბი მოხდა და მალე რომ მოხვიდეთ

ოპერატორი -მცხეთის რაიონში ხართ ანუ ბატონო

იაკობ ბრეგვაძე – ანუ, ხო იცით ლოკაცია, ტელეფონით მიპოვით. მოდით მალე რა

ოპერატორი -თქვენი სახელი და გვარი

იაკობ ბრეგვაძე -იაკობ ბრეგვაძე

ოპერატორი-რამდენი ადამიანი ჩხუბობს, მისამართი გადავეცი ბატონო.

იაკობ ბრეგვაძე – არვიცი, 10 ალბათ

ოპერატორი – რაიმე საგანი ხომ არ ფიგურირებს, ან დანა ან ცეცხლსასროლი იარაღი?

იაკობ ბრეგაძე – კი, კი კაროჩე მანქანით მოვიდნენ, მე დავიმალე იმიტომ რომ აზრი არ ქონდა რომ ჩავრეულიყავი, რაღაც იარაღები ეჭირათ, ჯოხი, რკინის რაღაცა ალბათ

ოპერატორი – ცეცხლსასროლი იარაღი არ ეჭირათ ბატონო

იაკობ ბრეგვაძე – არა არა, ოღონდ მალე მოდით, იმიტომ რომ შეილება მანქანით რომ არიან, წავიდნენ და მალე მოდით რა,

ოპერატორი – ეს უშუალოდ მცხეთაში არის თუ მცხეთა მთიანეთის ტერიტორიაზე?

იაკობ ბრეგვაძე – აი, ბათუმიდან შემოსასვლელი გზა რომ არის მცხეთისკენ, მანდ არის ქებაბ ჰაუსი აწერია და ლოკაცია შეგიძლიათ ტელეფონით იპოვოთ და მალე მოდით რა.

ამის შემდეგ ფოტოგრაფს 112-დან მისამართის დასადგენად ხელმეორედ ურეკავს.

112 ურეკავს იაკობ ბრეგვაძეს

ოპერატორი-ბატონო იაკობ, 112 დან გიკავშირდებით, თქვენს მიერ გადმოცემული ლოკაცია სამწუხაროდ ვერ მოვძებნეთ, ქებაბ ჰაუსი სწორად მესმის?

იაკობ ბრეგვაძე – არაგვის ხიდი ხომ იცით სადაცაა.

ოპერატორი – არაგვის ხიდი?

იაკობ ბრეგვაძე – ხო

ოპერატორი- დიახ, არაგვის ხიდი, შემდეგ ზუსტად არაგვის ხიდზე. ზუსტად არაგვის ხიდზე უნდა მოვიდეს პოლიცია?

იაკობ ბრეგვაძე – კი წეღან დამირეკა პოლიციამ და მითხრა რომ კაიო და რავიცი აბა. მოვა რო?

ოპერატორი – კარგით გადავცემ ამას, კიდევ რაიმე ორიენტირს ხომ არ მომაწვდით?

ირაკლი ბრეგვაძე – არა, რავიცი ტიპები არიან არაგვის ხიდზე, რომლებიც არიან რავიცი, იდეაში დამნაშავეები, იმიტომ რომ მანქანიდან გადმოვიდნენ და დაგვაყარეს ესე რომ ვთქვათ.

ოპერატორი – დაშავებულები არიან ბატონო, სასწრაფო არის საჭირო?

იაკობ ბრეგვაძე – წესით კი, მაგრამ ანუ რავი რა, პროსტა მოდით.

ოპერატორი- დიახ, სასწრაფოსაც გადავეცი, ეს თქვენი განცხადება, ზუსტად არაგვის ხიდზე უნდა მოვიდეს მცხეთაში?

იაკობ ბრეგვაძე – ხო

ოპერატორი– ტელეფონთან ყურადღებით იყავით.

იაკობ ბრეგვაძე –კი, ანუ ერთი წუთით ეხლა გადაეცით?

ოპერატორი – არა ბატონო, გადაცემულია ეს გამოძახება, უბრალოდ ვერ აგნებდნენ ამ ტერიტორიას, ანუ ქებაბ ჰაუსი არ არის ესეთი მცხეთაში, როგორც ამბობენ, დიახ ანუ ზუსტი ლოკაცია გვინდოდა.

იაკობ ბრეგვაძე – ერთი წუთით ანუ შეგიძლია გააუქმოთ გადაცემა?

ოპერატორი – აღარ არის ჩხუბი?

იაკობ ბრეგვაძე – ანუ აღარ, მორჩა ყველაფერი, დაიშალა ყველა, წავიდნენ, და რაღა აზრი აქ ეხლა რომ მოხვიდეთ, მარტო მე დამიჭერთ თუ რას იზამთ?

ოპერატორი – დაჭერით თქვენ არ დაგიჭერენ ბატონო, გადავცემ ამ ინფორმაციას, ყოველი შემთხვევისთვის მაინც, ზუსტად არაგვის ხიდზე ხართ? ანუ ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე.

იაკობ ბრეგვაძე – უბრალოდ გააუქმოთ შეგიძლიათ?>?

ოპერატორი – გადავცემ დიახ გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მაგრამ თქვენი ლოკაციის დაზუსტება მინდა უსაფრთხოების მიზნით, რომ თქვენ ხართ ეხლა ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე არაგვის ხიდზე? კითხვაზე რომ გამცეთ პასუხი თუ შეიძლება

იაკობ ბრეგვაძე – კი

ოპერატორი – კარგით გადავცემ ამ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.


28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100