მორგან ფრიმენის შვილიშვილის სადისტური მკვლელობის ახალი დეტალები
ნიუ-იორკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი ფაქტები გასაჯაროვდა.
ამერიკული მედიის ცნობით კინოვარსკვლავ მორგან ფრმენის შვილიშვილი, ედინა ჰეინსი საკუთარმა ბოიფრენდმა, 30 წლის ლამარ დევენპორტმა მოკლა. ქალს დანით 16 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
თვითმხილველები ისევ ირწმუნებიან, რომ ინციდენტი ეკზორციზმის რიტუალს გავდა.
მკვლელი ყვიროდა „იესო ქრისტე დაიბადა. მე მეგონა ეს სიგიჟე იყო - მე არ ვიცოდი რა მეფიქრა. მე განვდევნი შენგან სატანას“
კომენტარი