სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში მასწავლებელმა მოსწავლის მვლელობა ქილერს დაუკვეთა

რუსეთში, სოფელ შატურში მასწავლებელმა ქილერს მოსწავლის მოკვლა დაუკვეთა. სანაცვლოდ პედაგოგი 100 ათას რუბლს იხდიდა.

სკანდალურ მასალას რუსული მედია ავრცელებს, სტატიას თან ახლავს ფარული ვიდეოჩანაწერი სადაც მასწავლებელი ქილერს მკვლელობასთან ერთად ბავშვის წამებას უკვეთავს.

„უნდა ეტკინოს, ხელი მოსტეხე, ფეხები დაუმტვრიე, თირკმელი ამოაცალე, უნდა ეტკინოს ძალიან, მერე ამ მდგომარეობაში მე უნდა ვნახო, უნდა ვუთხრა სიკვდილის წინ რამდენიმე სიტყვა, მერე ერთად ვცემოთ და მოკალი“ - ამბობს მასწავლებელი ქილერის მიერ გადაღებულ ფარულ ჩანაწერში.

ინციდენტის მთავარი გმირები 51 წლის პედაგოგი იულია ს. და 14 წლის მოსწავლე არიან. პედაგოგი რუსმა სამართალდამცავებმა 2015 წლის 7 აპრილს დააპატიმრეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და სხვა დეტალებს საგამოძიებო ორგანო დაადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100