სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა მიიღო მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ჟურნალების,The Banker და Professional Wealth Magazine, მიერ დაწესებული ჯილდო - 2014 წლის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი წარდგენილი იქნა ამ ნომინაციაში და დასახელდა როგორც საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურების მქონე მქონე ბანკი.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა 136 ბანკი 60 სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟიური დაკომპლექტებული იყო საბანკო ინდუსტრიის 15 ექსპერტით ჩრდილოეთ ამერიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

თიბისი ბანკი პერსონალური საბანკო მომსახურების საუკეთესო მაჩვენებლებისთვის დაჯილდოვდა. ჟიურიმ შეაფასა პერსონალური საბანკო მომსახურების მომხმარებელთა და არარეზიდენტი პირების ზრდის მაჩვენებელი, მათი მომსახურების ეფექტურობა და შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება.

„ჩვენთვის საამაყოა ეს მიღწევა და მოხარულები ვართ, რომ თიბისი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც ამ პრესტიჟული გამომცემლობების მიერ დაჯილდოვდა პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროში“- აღნიშნა ბანკის გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „თიბისი ბანკის მიერ 2005 წელს შეთავაზებული VIP საბანკო მომსახურეობა, იყო ერთ-ერთი პირველი ამ ტიპის სერვისი საქართველოს ბაზარზე. ამ პერიოდიდან დაწყებული ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ბრენდი დაფუძნებული მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და მსოფლიო დონის საუკეთესო გამოცდილებაზე. პერსონალური საბანკო მომსახურება, რომელსაც დღეს ჩვენი VIP , Status და არარეზიდენტი პირების აქტივების მართვის განყოფილებები უძღვებიან, თიბისი ბანკის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ეს არის თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების საუკეთესო შედეგების სერთაშორისო აღიარება.“

„მადლობა VIP მომსახურების თითოეულ მომხმარებელს, რომლებმაც 10 წლის განმავლობაში გვანდეს საკუთარი აქტივები. მოხარულები ვართ, რომ მათთან ერთად ჩვენ შევძელით დაგვენერგა პერსონალური მომსახურების საუკეთესო პრაქტიკა. ამ მიმართულებით ჩვენ შევეცდებით, დავრჩეთ ლიდერები საქართველოში და მაქსიმალურად ეფექტურად მოვემსახუროთ ჩვენს კლიენტებს.“ -აღნიშნა თიბისი ბანკის VIP განყოფილების ხელმძღვანელმა, ნატა ხურციძემ.

The Banker და PWM Magazine პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟილდოა მსოფლიოში. გამომცემლობების მიერ ყოველწლიურად ხდება ათობით საუკეთესო ბანკის გამოვლენა პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროში ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მასშტაბით.

ჯილდოს მიზანია შეაგროვოს ბანკების პერსონალური მომსახურების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელები, რათა გამოავლინოს მათ შორის საუკეთესოები. ბანკები ფასდებიან იმ პროგრესისა და ზრდის მიხედვით, რაც მათ საკუთარი ბიზნეს სტრატეგიის შედეგად მიაღწიეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100