ოზურგეთში 3 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოზურგეთში სამი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განუცხადა.
„გვიან ღამით დაგვემატა ერთი შემთხვევა, ბავშვი არის სამი წლის, ის იმ ოჯახის წევრია რომლებიც რამოდენიმე დღის წინ ოზურგეთში, ქალაქის ტერიტორიიდან ქუთაისში გადაიყვანეს“, – ამბობს მჟავია.
ბოლო მონაცემებით, გურიის რეგიონში კორონავირუსის 39 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.24- ოზურგეთში, 7- ჩოხატაურში და 8 ლანჩხუთში.
ოთხ საჯარო სკოლას შეწყვეტილი აქვს სასწავლო პროცესი, ესენია- ჩიბათის, ლესის, ბახვის ორი სკოლა, ზოტი და ჩხაკაურას სკოლები. ამ დროისთვის გურიის რეგიონიდან კორონავირუსზე 300-მდე ტესტის პასუსხ ელოდებიან.
კომენტარი