სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში "აირინის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-დე გაიზარდა

აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა ფედერალურმა სააგენტომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ში "აირინის" მსხვერპლთა რიცხვი 42-დე გაიზარდა. ეს ადამიანები, რომელთა შორის ერთი 11 წლის ბავშვია, უმეტესწილად მოგლეჯილი ხეების დაცემამ იმსხვერპლა. ინფორმაცია "როიტერმა" გაავრცელა.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე აშშ-ში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი კიდევ 2, 5 მილიონი ამერიკელი.

შეგახსენებთ, რომ მეტეოროლოგთა პროგნოზით, ხვალ აშშ-ს ახალი ტროპიკული ქარიშხალი - "კატია" გადაუვლის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100