სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში აშშ-ის საელჩომ „ქართული ოცნების“ ღია წერილს უპასუხა

აშშ-ს საელჩო საქართველოში "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ ღია წერილს პასუხობს. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 20 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას.

მისი პროგრამები დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 23 მარტს გამოაქვეყნა, აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა შეხედულებების გარკვევაში გვეხმარება. ამგვარი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საკითხები აღელვებს საზოგადოებას ყველაზე მეტად. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს.

დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთდოლოგიას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ინფორმაცია და ანალიზი, რომელსაც გვთავაზობს კვლევა და ის, თუ კვლევის შედეგების რა ცალკეულ ასპექტებზე აპელირებენ ინდივიდუალური მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები და სხვა ორგანიზაციები", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100