სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანელები კასილასის შეყვარებულს გადაეკიდნენ

შვეიცარიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ქომაგები, არც მეტი, არც ნაკლები, ნაკრების მეკარის, იკერ კასილასის გელფრენდის, სარა კარბონეროს დასჯას ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ სარა კარბონერო ჟურნალისტია, ესპანურ „ტელესინკოში“ მუშაობს და ამჟამად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება.
სარას დასჯის მოსურნეთა თავკაცი, მადრიდელი ვისენტე სუარესი აცხადებს, რომ თამაშის წინ კარბონერო სპეციალურ სიუჟეტს იღებდა კასილასზე, მატჩის მსვლელობისას კი, გოგონა ტრიბუნიდან უღებდა ფოტოებს თავის შეყვარებულს „აი, სწორედ მაგ ქალმა დაგვღუპა. ის ტრიბუნიდან აჩხაკუნებდა აპარატს. კასილასმაც იმ დროს კარბონეროსკენ წამით გაიხედა, როცა კარში დაურტყეს შვეიცარიელებმა. ამ ჟურნალისტმა გონება გაუფანტა მეკარეს და გოლიც ამიტომ გაუშვა“ - გამწარებულია სუარესი და ათეულათასობით ქომაგის სახელით ითხოვს, რომ კარბონერო დაისაჯოს.
სუარესი აპირებს წერილობით მიმართოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ესპანეთის ნაკრების ფან-კლუბს, სარას დასჯის მოთხოვნით.

თითქოს სახუმარო საქმეა, მაგრამ სუარესი მარტო არ არის და უამრავი ცხელსისხლიანი ესპანელი აიყოლია. გამწარებული ესპანელი ქომაგი კი ჩემს მტერს.

იკერ კასილასი და მისი გელფრენდი თავიდან ხალისობდნენ ფანების აღშფოთებაზე, მაგრამ ახლა აღარ ეცინებათ. სარა კარბონერომ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთოდ აღარ მივალ ჩვენი ნაკრების თამაშზეო.

იკერ კასილასი კი ფრიად დამწუხრებულია - ესპანეთში რომ ჩავალთ, სარას დაცვას დავუქირავებ, თორემ ერთხელაც რომელიმე თავზეხელაღებული ქომაგი მოიხელთებს უადგილო ადგილას და კაცმა არ იცის, რას დამართებსო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100